პოლიტიკა

კობახიძე ოპოზიციას დებატებს სთავაზობს

17.11.20 10:15


„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნებისმიერ დროს მზადაა ოპოზიციასთან ერთად სატელევიზიო დებატებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

 

მანამდე კობახიძე ამბობდა, რომ არავითარი სისტემური მანიპულაცია საარჩევნო შედეგებზე არ მომხდარა, თუმცა ოპოზიცია ამას არ აღიარებს.

 

„პირდაპირ გთავაზობთ, ახლა ხომ თქვენ, ჟურნალისტები მისვამთ კითხვებს.

გთავაზობთ, შევქმნათ ფორმატი, სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდებიან ამ პარტიების წარმომადგენლები“, – ამბობს ის და ამატებს, რომ თემა იქნება საარჩევნო დარღვევები და მანიპულაცია.

 

„მადლობა ინიციატივის მიღებისთვის, მაგრამ მე მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი, იმიტომ, რომ ერთი ინიციატივა ცესკოს მხრიდან უკვე იქნა გახმოვანებული – უბნების გადათვლა და ამაზე უარი თქვეს. ჩვენ მათ მოლაპარაკების დროსაც შევთავაზეთ 1500 უბნის გადათვლა და მივიღეთ უარი“, – ამბობს კობახიძე.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები