პოლიტიკა

"ივანიშვილმა 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ქვეყნის და R 2 - ის დატოვება შემომთავაზა"- გვარამიას სკანდალური განცხადება

14.09.16 20:10


"რუსთავი -2"- ს გენერალური დირექტორის განცხადებით, მისი ფარულად მიყურადების უკან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დგას.

"ტვ.პირველთან" ინტერვიუში გვარამიამ ისიც გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას 5 მილიონი შესთავაზა რომ საქართველოდან და "რუსთავი 2"- იდან წასულიყო.

"გამოძიება ბიძინა ივანიშვილს არ დაკითხავს, მათთვის ისიც ცნობილია, როგორ ცდილობდა ის ჩემს მოქრთამვას 5 მილიონით. რამდენიმე წლის წინ, ივანიშვილმა შუამავლის მეშვეობით შემომითვალა, რომ მე უნდა წავსულიყავი საქართველოდან და რუთავი 2 დან. შემდეგი მისი მოგზავნილი ადამიანი მაშანტაჟებდა ძალის გამოყენებით, ეს ყველაფერი იცის გამოძიებამ"- თქვა გვარამიამ.

გვარამიას ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

"მე საქართველოს მოქალაქე ნიკა გვარამია, 2 წელია ვიმყოფები ზეწოლის ქვეშ, ოჯახი გახიზნული მყავს, ყველაფერზე არ ვატარებ ბრიფინგს, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, მაგრამ განსაკუთრებით მწვავე სიტუაციაში ამას ვაკეთებ. მე პირდაპირ ხელს ვადებ ადამიანს, რომელიც მანიაკალურად არის შებყრობილი ადამიანების თვალთვალითა და მოსმენით, მას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია, მას ნიკა გვარამია და ინგა გრიგოლის სძულს, ორივეს გვიწერს და გვითვალთვალებს და ავრცელებს არ გამოვრიცხავ შემდეგშიც გამოქვეყნდნენ. შემსრულებლებს, მე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არ ვუჩივლებ, რადგან ისინი მხოლოდ შემსრულებლები არიან"- თქვა გვარამიამ.

რუსთავი 2- ის გენ. დირექტორი დარწმუნებულია, რომ ყველა მის ჩვენებას ერთ თვეში თაროდან ჩამოიღებენ და "ბიძინა ივანიშვილს მიუკეკუნებენ".



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები