პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტი - მაიკ პომპეომ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

19.11.20 10:15


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-საქართველოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

„მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში და საქართველოს კოვიდ 19-ის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მან ეუთო-ს მინსკის ჯგუფს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების პროცესში აღმოუჩინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რუსეთის ოკუპაციის პირობებში, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,“- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/აიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვია.

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები