პოლიტიკა

ნიკა გვარამია - ჩანაწერი არის დამონტაჟებული, მასში ამოჭრილია ფრაზა, როცა ბურჭულაძე ამბობს, რომ ის არც სააკაშვილის არის და არც ივანიშვილის

14.09.16 21:45


ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერ პაატა ბურჭულაძესა და მას შორის დღეს კიდევ ერთი საუბარი შედგა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გამოქვეყნებული ჩანაწერი არის დამონტაჟებული, რადგან მასში ამოჭრილია ის ფრაზა, როცა ბურჭულაძე ამბობს, რომ ის არც სააკაშვილის არის და არც ივანიშვილის.

”დღეს მესაუბრა ბატონი პაატა, რამდენიმე წუთის წინ მესაუბრა შალვა ნათელაშვილიც რაღაც საქმეზე და შეუძლიათ ესეც გამოაქვეყნონ. მე არ მისმენია ამ ჩანაწერისთვის თავიდან ბოლომდე. ბატონმა პაატამ მითხრა, რომ ამ საუბარში არ არის ის მომენტი, როდესაც ის მეუბნება, რომ მე არც სააკაშვილის ვარ და არც ივანიშვილის და შესაბამისად, არ ვიწონებ თუ ეს ნამდვილად თქვა მეგრელიშვილმაო. ხო დაადასტურებ ამასო და მე ნამდვილად ვადასტურებ ამას. ეს ბატონმა პაატამ ამ საუბარში არაერთხელ გაიმეორა. ეს ნამდვილად იყო ამ საუბარში. თუ ამ საუბარში ეს არ არის, უკანონო ჩაწერასთან და გამოქვეყნებასთან ერთად, დამონტაჟებულიც არის. ეს შედის იმის ინტერესში, ვინც ცდილობს აჩვენოს, რომ პაატა ბურჭულაძე არის სააკაშვილთან ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებული. ეს ძალა არის ხელისუფლება ვის ინტერესშიც ეს შედის”, - განაცხადა გვარამიამ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები