პოლიტიკა

თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება

19.11.20 17:20


თბილისის მერია ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ახორცილებს პროექტს, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას უჭერს მხარს. 26 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების“ ფარგლებში ჩატარდება.

 

როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული პროექტის მიზანი დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობაა. დაგეგმილი დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისა და რეაბილიტაციის ინიციატივები განიხილება. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს საჯარო კონსულტაციაზე იწვევს.

 

მათი ცნობით, შეკრების მიზანია, მოქალაქეებმა ხელისუფლების ორგანოებისგან სრული ინფორმაცია მიიღონ. ასევე, დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხები დააყენონ, პირადი პოზიცია დააფიქსირონ და მართვის პროცესში ეფექტიანად ჩაერთონ. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ შეხვედრისას კორონავირუსის გავრცელების საპრევენციოდ, ყველა რეგულაცია იქნება დაცული.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები