ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი - იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტიდან ათვისებულია საკმაოდ დიდი ნაწილი

19.11.20 17:40


იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტიდან ათვისებულია საკმაოდ დიდი ნაწილი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ პროგრამის დამსახურებით, უძრავი ქონების სექტორში მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება.

 

მაჭავარიანმა იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გაგრძელების საჭიროება აღარ იქნება.

 

„იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტიდან ათვისებულია საკმაოდ დიდი ნაწილი, მე მგონი 60 პროცენტზე მეტი იყო, თუ არ მეშლება. ამით საკმაოდ დიდი სტიმული მივეცით ჩვენ ამ სექტორს და მიუხედავად იმისა რომ ამ წელს ეკონომიკური დაღმასვლა გვაქვს, მაგ სექტორში ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია.

ამაში ლომის წილი ამ პროგრამასაც ეკუთვნის. შესაბამისად, მგონია, რომ ჩვენ მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც 2020 წელს გვქონდა, სწორად მოვიქეცით, რადგან ეს სექტორი საქართველოში წარმატებული და ერთ-ერთი წამყვანია. ხანდახან ვხუმრობთ ხოლმე როგორც უცხოეთში ბირჟა მუშაობს, ჩვენთან თითქოს ასე მუშაობს უძრავი ქონების სექტორი და მნიშვნელოვანია, რომ ეს სექტორი უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს. შესაბამისად, ეს იყო სწორი ნაბიჯი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ 2021 წელს ამ პროგრამის ამ სახით გაგრძელების საჭიროება არ იქნება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები