პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კონსტიტუცია შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს შეიცავს, უმრავლესობის ხელშია ერთპარტიულს დატოვებს თუ არა პარლამენტს

20.11.20 10:15


პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაში ჩადებულ იმ მექანიზმს განმარტავს, რომლის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოსა და მისი უმრავლესობის გადასაწყვეტია, ერთპარტიული იქნება თუ არა პარლამენტი.

 

ამის შესახებ მან “ღამის კურიერში” განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, კონსტიტუცია შეიცავს შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს.

 

“ეს არ მოხდება არც ერთ შემთხვევაში, ამის ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის ერთგვარი შანტაჟის ფორმაა. ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ოპოზიციამ წააგოს არჩევნები, თქვას, რომ არ შევდივარ, მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები და ასე შემდეგ, შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს კონსტიტუციაც შეიცავს. კონსტიტუცია ჭკვიანი ხალხის მიერ არის დაწერილი. ამაში იგულისხმება, რომ პარლამენტის და მისი უმრავლესობის ხელშია ერთპარტიულს დატოვებს, თუ არა პარლამენტს. ანუ, შესაბამისად, შეიძლება მარტივად პარლამენტმა გააკეთოს ის, რომ მოლაპარაკების სივრცე გახსნას შემდგომი 4 წლითაც კი. ეს არის კონსტიტუციაში ჩადებული მექანიზმი.

 

კონსტიტუცია შეიცავს შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს. პროცედურები ისეა გაწერილი, რომ პარლამენტის ნების გარეშე ამ შანტაჟს ვერავინ ვერ განახორციელებს.

თავდაპირველად ხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა. ანუ, ყველა შემთხვევაში, რა პოზიციაც არ უნდა ქონდეთ შესაბამის დეპუტატებს, 150-ვე დეპუტატი ითვლება დეპუტატად, მას შემდეგ რაც პირველ სხდომაზე 76 დეპუტატი, ანუ უმრავლესობა დაადასტურებს მათ უფლებამოსილებას. ამის შემდეგ, თითოეულ მათგანს შეუძლია რა თქმა უნდა, დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე, მაგრამ პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს, თუ არა მათ პარლამენტს. ეს არის შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი. პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები