პოლიტიკა

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - აუცილებელია, ქართული ჯარის წვევამდელთა სისტემიდან საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლა

14.09.16 21:55


”ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა” მიიჩნევს, რომ აუცილებელია თავდაცვის თანამედროვე და რეალისტური დოქტრინის შემუშავება. როგორც პარტიის პროგრამაშია ნათქვამი, ასევე აუცილებელია შეიარაღებული ძალების მშენებლობისას საქართველოს ბუნებრივი პირობების და საჭიროებების გათვალისწინება.

”აუცილებელია: ქართული ჯარის წვევამდელთა სისტემიდან საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლა, რაც, აქტიური რეზერვის ფონზე, ჯარის გაჯანსაღების გარდა, უამრავ ადამიანს დაასაქმებს; ომში დაღუპულები, ვეტერანები და მათი ოჯახები სახელმწიფოს მიერ დაფასებულნი იყვნენ იმისდა მიუხედავად, თუ სად და რომელი პრეზიდენტის დროს იბრძოდნენ. ყველა, ვინც აქ, საქართველოში იცავდა სამშობლოს, ისევე უნდა იყოს უზრუნველყოფილი, როგორც უცხოეთში მომსახურე სამხედროები; ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის სოციალური გარანტიების შექმნა სახელმწიფო პრიორიტეტად უნდა იქნას აღიარებული”, - ნათქვამია პროგრამაში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები