საზოგადოება

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა

20.11.20 12:20


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინდოის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

როგორც “ნეტგაზეთს” საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, გარდაცვალების მიზეზი, სხვა თანხმელებ დაავადებებთან ერთად, კორონავირუსი გახდა.

 

ეპისკოპოსი ლაზარე, (ერისკაცობაში დიმიტრი სამადბეგიშვილი) დიაკვნად 1981 წელს ეკურთხა. სხვადასხვა დროს ის იყო ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარის და სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძრის მდვდელმსახური, ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორი. 2014 წელს ახლადშექმნილი გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მღვდელმთავრად ეკურთხა. 2017 წლიდან კი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად გადმოიყვანეს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები