პოლიტიკა

სერგი კაპანაძე - „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა ქართველი ხალხის არჩევანი, სწორედ ამის გამოსწორებაა ხელახალი არჩევნები

20.11.20 12:40


"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომ მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება იყოს ქართველი ხალხის არჩევანის გადახედვა.

 

კაპანაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა ქართველი ხალხის არჩევანი და სწორედ ამის გამოსასწორებელია ხელახალი არჩევნები.

 

„ბატონ მდინარაძეს უთქვამს, რომ მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება იყოს ქართველი ხალხის არჩევანის გადახედვა, თუმცა ეს არის პირიქით, ქართველი ხალხის არჩევანი რომ მოიპარეს და გადახედეს შედეგებს და დაიწერეს ის შედეგი, რომელიც არ იყო ქართველი ხალხის არჩევანი, სწორედ ამის გამოსასწორებელი არის ხელახალი არჩევნები და თუ ამ ნაბიჯს არ გადადგამენ და ხელახალ არჩევნებზე არ წამოვლენ, მაშინ მიიღებენ ერთპარტიულ პარლამენტს. ერთპარტიული პარლამენტი არის რეცეპტი კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკური კრიზისისთვის, კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკური კრიზისისთვის და საბოლოო ჯამში ისევ „ქართული ოცნებისთვის“ იქნება უარესი, თორემ ჩვენ არ ვაპირებთ ამ მოთხოვნის უკან წაღებას და მასზე უარის თქმას, ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ქართველი ხალხის არჩევანი სწორად იყოს ასახული პარლამენტში“, - განაცხადა კაპანაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები