პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: “ოცნებამ” ყველგან უნდა შეგვიყვანოს, რათა ხალხის რისხვა ჩვენზეც გადაანაწილოს

20.11.20 13:40


ალეკო ელისაშვილი: “ოცნებას” ჭკუა რომ ჰქონდეს პარლამენტში კი არ უნდა შეგვიყვანოს და არჩევნები კი არ უნდა ჩაატაროს, ყველგან უნდა შეგვიყვანოს, არამედ ყველგან სადაც შეიძლება იყოს ოპოზიცია ყველგან უნდა იყოს, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

 

მისი თქმით, “ოცნებამ” ეს უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ხალხის რისხვა ელოდება და ეს ოპოზიციაზე გადანაწილების მიზნით უნდა გააკეთოს.

 

“ეკონომიკის რაღაცა თუ ფეთქავს, ის საერთოდ ჩამოიშლება. გავიაროთ პეკინზე და რუსთაველზე, პირველ სართულებზე რამდენს აწერია ქირავდებაო. სადაც მაღაზიები იყო და ხალხი მუშაობდა. გაჩერდა ყველაფერი. ჩვენ იმის გამო, რომ პასუხისმგებლობა გვაქვს, გამოსავალი იქით შევთავაზეთ თალაკვაძეს და ვუთხარით, რომ წადი და მოიფიქრეთ და მოიტანე რაღაცა პასუხი, რომ ეს კრიზისი განვმუხტოთ და მერე ერთად ვილაპარაკოთ ჯანდაცვის სისტემაზეც და ეკონომიკაზეცო.

 

“ქართულ ოცნებას” ჭკუა რომ ჰქონდეს პარლამენტში კი არ უნდა შეგვიყვანოს და არჩევნები კი არ უნდა ჩაატაროს, არამედ ყველგან სადაც შეიძლება იყოს ოპოზიცია ყველგან უნდა იყოს, რადგან ისეთი რამე ემუქრება – ხალხის რისხვა, რომ ჩვენზეც გადაანაწილოს ეს პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები