პოლიტიკა

"არავის აქვს უფლება, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ სადმე შეგვიყვანოს" - ინაშვილის ბოიკოტი არჩევნებს

20.11.20 14:00


პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მისი პარტიის პოზიცია "ურყევია".

 


"მთავარი შეკითხვა ყველამ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, სადაც არჩევნებს აყალბებენ და თვალს ვხუჭავთ, თუ სადაც ტარდება თავისუფალი არჩევნები. ჩვენი პოზიცია არის ურყევი. ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. არ გვინდა დავუშვათ რომ არჩევნები ყალბდება, შევდივართ პარლამენტში და მხიარულად ვაგრძელებთ.

 

არავის აქვს უფლება, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ სადმე შეგვიყვანოს", - თქვა ირმა ინაშვილმა.

 

მანვე მოუწოდა ყველა პარტიას, ვინც უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, რომ ამ საკითხზე ერთობლივი განცხადებით მიმართონ ცესკოს.

 

"განცხადება შევიტანოთ ერთად ცესკოში. მაშინ პრობლემა მოიხსნება დადაინიშნება არჩევნები", - ამბობს ინაშვილი.

 

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ინდივიდუალური მოლაპარაკებების ფარგლებში, კარლ ჰარცელს უკვე შეხვდა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები