პოლიტიკა

ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა

14.09.16 22:10


ევროპარლამენტში შექმნილი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი მიმართულია ევროკავშირთან და ევროპარლამენტთან კავშირების გამტკიცებაზე, აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ გუშინ სტრასბურგში მეგობრობის ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა.

ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგარეოპოლიტიკური მიზანია. 2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავებისა და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ.

ამჟამად ევროპული სტრუქტურები საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მუშაობენ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები