პოლიტიკა

ჯაფარიძე: ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ კრიზისი დავძლიოთ

20.11.20 15:00


„განვიხილავდით შექმნილ ვითარებასა და ვმსჯელობდით გამოსავლის შესაძლებლობებზე“, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ფასილიტატორ ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, პარტნიორებს აწუხებთ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.

 

ამასთან, ჯაფარიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ორივე პოლიტიკური ძალის ერთად მუშაობა კრიზისის დასაძლევად.

 

„ჩვენს მეგობრებს აწუხებთ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში და ეძებენ გზებს. ისინი ჩვენთან ერთად მსჯელობენ ამ კრიზისიდან გამოსავალზე, ეს იყო შეხვედრაზე ჩვენი განხილვის საგანი.

 

ერთად უნდა ვიმუშაოთ ყველამ, მათ შორის „ქართულმა ოცნებამაც“. ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ამ შემთხვევაში გაუცხოება და ერთმანეთთან დაპირისპირება გამოსავალი არ არის. ჩვენი პოზიცია არ დაგვიმალავს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

 

ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებული შეთანხმებაა.

 

„ჩვენი ღრმა რწმენით გამოსავალი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმებაა.

ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს და გუშინდელი განცხადებებიდან მათ ესმით, რომ დაპირისპირება და ოპოზიციის უგულებელყოფა მხოლოდ კრიზისს აღრმავებს კრიზისს“, - დასძინა ჯაფარიძემ.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრას მართავს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები