პოლიტიკა

საპროტესტო აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან

20.11.20 15:40


აქცია აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან - ოპოზიციური პარტიების ახლაგაზრდულმა ორგანიზაციებმა და არასამთავრობოებმა ცოცხალი ჯაჭვი გააბეს.

ისინი ამ ფორმით გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და მის ხელახალ ჩატარებას ითხოვენ. მათ თან აქვთ საყვირები და საქართველოს დროშები.აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გამყალბებლებს დისკომფორტს ყველგან შეუქმნიან. მათ შორის იქნებიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" დეპუტატებიც.

 

აქციის მონაწილეები ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლისკენ მიდიან.

 

ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტური ცესკოს გადაწყვეტილებით ხვალ, 21 ნოემბერსაა ჩანიშნული. მასში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები