პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ გერმანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ლობისტია

20.11.20 16:00


„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ლობისტია.

 

ნათელაშვილი გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშის განცხადებას გამოეხმაურა. ქნირშის თქმით, საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს და დაუშვებელია იმის თქმა, რომ შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს. ელჩის განცხადებით, ახლა უნდა იმუშაოს ყველამ, რათა ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს.

 

„გერმანიის ელჩი ივანიშვილის პირადი ცნობილი ლობისტია, ის ასევე ესწრებოდა ჩვენი შვილების თვალების დათხრას პარლამენტის ფანჯრიდან და მიიჩნია, რომ ეს იყო დემოკრატიული. ამდენად, მაგ კაცის განცხადებებზე კომენტარს ნუ მთხოვთ.

 

მე ამ ბატონ ელჩს მივმართავ შეკითხვით – ჟვანია რომ იყოს გერმანიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გერმანიის ბიულეტენები ყუთებში რომ იყრებოდეს, როგორც ამას ჩათვლიან ხელისუფლების კომისიის წევრები, ოპოზიციურ პარტიებს რომ არ ჰყავდეთ კომისიის წევრი ლანდებში, შედეგები რომ გამოცხადდეს ისე, რომ არავითარი საჩივრები არ განიხილონ და არ გაითვალისწინონ, სასამართლოებმა არ დააკმაყოფილონ ოპოზიციის არც ერთი სამართლიანი მოთხოვნა, ამ შემთხვევაშიც იმავეს იტყოდა ბატონი ელჩი? ეტყოდა თავის დეპუტატებს, შედით ბუნდესტაგშიო? ეს ხომ გამორიცხულია. გერმანიაში რევოლუცია მოხდებოდა. ამიტომ, „სხვა სხვის საქმეში ბრძენია“-ს პრინციპისგან სჯობს ზოგიერთმა მეგობარმა თავი შეიკავოს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები