პოლიტიკა

მარტო დარჩენელი "ქართული ოცნება" - ოპოზიცია ხვალინდელ დღეს სრულ იგნორს უკეთებს

20.11.20 16:20


"მივიღეთ გადაწყვეტილება სრული იგნორირება ხვალინდელი დღის არაფერი არ იქნება საერთოდ ყველაფერი ჩავხსენით ყველანაირი აქცია- ამის შეხასებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.უდუმაშვილის თქმით, ხვალ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ უნიკალური შანსი ეძლევათ, რომ 1 დღე საბჭოთა საქართველო ნახონ, რომელიც ერთპარტიული პარლამენტით იმართებოდა.

 

"ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვმჯსელობდით, როგორ გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი ხვალინდელ მეორე ტურთან დაკავშირებით, თუმცა ამ მსჯელობის შემდეგ ერთ დასვკნამდე მივედით ყველა, რომ ნებისმიერი პროტესტი, რომელიც არ უნდა გამოგვეხატა ეს იქნება აქცია, ჯაჭვი, ხმამაღალი შეძახილებ ვფიქრობ ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურის არჩევნებს ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სრული იგნორირება ხვალინდელი დღის არაფერი არ იქნება საერთოდ ყველაფერი ჩავხსენით ყველანაირი აქცია. ხვალ იქნება საბჭოთა კავშირის მოდელირება, როგორ მივლენ საარჩევნო უბნებთან და მისცემენ ერთ კონკრეტულ პარტიას ხმას. ამიტომ ჩვენ ყველანაირი აქციები ჩავხსენით, იმიტომ რომ არ მივანიჭოთ იმ ფარსს, რომელსაც აქვს ადგილი. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

ასევე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულამ, არჩევნების სრულ იგნორირებაზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, მეორე ტური თავიდან ბოლომდე ფიქციაა, იმისთვის რომ 31-ში ჩადენილი გაყალბება ივანიშვილმა "გააპრავოს".

 

"საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდით, რომ ხვალ, 21 ნოემბერს ერთადერთი სწორი ფორმა იმ სიყალბის მიმართ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების მეორე ტურს არქმევს, იყოს სრული იგნორი. არ გვინდა ამომრჩეველთან რაიმე ტიპის კოლიზეაში შევიდეთ. ვაცნობიერებთ, რომ მეორე ტური თავიდან ბოლომდე ფიქციაა, იმისთვის რომ 31-ში ჩადენილი გაყალბება ივანიშვილმა "გააპრავოს". ამიტომ, საზოგადოების და მთელი პოლიტიკური სპექტრის ერთადერთი სწორი რეაქცია ამასთან დაკავშირებით არის მხოლოდ იგნორი. ევროპული საქართველო საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილების ერთგულია. არ მიიღოთ მონაწილეობა და გაუკეთეთ სრული იგნორირება ხვალ დაგეგმილ ფარსს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

ცნობისთვის, ცესკოს გადაწყვეტილებით არჩევნები ხვალ, 21 ნოემბერს გაიმართება.

მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობას არ იღებს.არჩევნები 17 ოლქში ჩატარდება.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები