პოლიტიკა

"სირცხვილის კორიდორი არ გაიმართება , სუსი აორგანიზებს კრიმინალურ ჯგუფებს " - ვარშალომიძე მიმართვას ავრცელებს

20.11.20 17:00


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის განცხადებით, სუსი აორგანიზებს კრიმინალურ ჯგუფებს , პროვოკაციებისა და დაპირისპირების მოსაწყობად. შესაბამისად, ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სრული იგნორი გაუკეთონ მეორე ტურს და დაგეგმილი აქციები საარჩევნო უბნებთან აღარ გაიმართება.

 


„როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა სუსი აორგანიზებს კრიმინალურ ჯგუფებს , პროვოკაციებისა და დაპირისპირების მოსაწყობად.

 

ოპოზიციურმა ერთობამ მიიღო გადაწყვეტილება , ხვალ დაგეგმილ საპროტესტო აქციები ,საარჩევნო უბნებთან (სირცხვილის კორიდორი) აღარ გაიმართება.

 

ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს!

 

ძალადობა და პროვოკაციები კი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ხელწერაა!

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.

 

არჩევნები გაყალბებულია“,- აცახდებს ვარშალომიძე.

 

ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურის სრულ იგნორირებაზე „ენმს“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, ზაალ უდუმაშვილმა და გიგი უგულავამ გააკეთეს კომენტარი. მათი თქმით, მეორე ტური თავიდან ბოლომდე ფიქციაა, იმისთვის რომ 31-ში ჩადენილი გაყალბება ივანიშვილმა "გააპრავოს".

 

შეგახსენებთ, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით არჩევნები ხვალ, 21 ნოემბერს გაიმართება. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობას არ იღებს.არჩევნები 17 ოლქში ჩატარდება.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები