საზოგადოება

“ჩემი შეცდომაც იყო, რომ შეზღუდვების შენარჩუნებაში კატეგორიული არ ვიყავი” – ტიკარაძე

25.11.20 11:45


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” ინტერვიუში ამბობს, რომ შესაძლოა მისი შეცდომაც იყო, რომ ზაფხულში შეზღუდვების შენარჩუნების მიმართულებით კატეგორიული და რადიკალური არ ყოფილა.

 

ტიკარაძე ამბობს, რომ მიუხედავად ლოკალური შეზღუდვებისა, მთავრობას ლიბერალური მიდგომები ჰქონდა:

 

“ჩვენ ვიყავით საკმაოდ ლიბერალურები ზაფხულში, როდესაც გავხსენით ქვეყანა და ტურისტული სეზონი გვქონდა ქვეყნის შიგნით. კი, მივმართეთ ლოკალურ შეზრუდვებს, მაგრამ მაინც ვრჩებოდით ლიბერალურები. გავითვალისწინეთ მოქალქეების კონსტიტუციური უფლება და ხმა მივეცით არჩევნების ჩატარებას, რითაც ავიღეთ გარკვეული პასუხისმგებლობა.

 

შედეგად, მივიღეთ გარკვეული გამოსვლები ქუჩებში, რამაც ასევე ხელი შეუწყო ინფექციის დამატებით გავრცელებას. გვქონდა მეორე ტური და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომ არ ვიყავით მეტად რადიკალური და მკაცრები ინფექციის კონტროლის კუთხით. მე არ ვიტყოდი, რომ არ იყო ჩემი შეცდომა. ალბათ, იყო ჩემი შეცდომაც, რომ არ ვიყავი კატეგორიული და რადიკალური იმ აკრძალვების შენარჩუნებაში, რაც იყო გაზაფხულზე”, – ამბობს ტიკარაძე.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები