საზოგადოება

პაატა იმნაძე: ახლა პრაქტიკულად ყველა გაციება არის კორონავირუსი

25.11.20 16:40


„ახლა ყველა დაავადების, რომელიც გაციებით მიმდინარეობს, ასევე, მწვავე რესპირატორული ინფექციების 90% არის კორონავირუსი. ანალიზების შედეგად დაჭერილია მხოლოდ თითო-ოროლა ძველი კორონავირუსი, ასევე, სურდოს გამომწვევი ვირუსები. პრაქტიკულად, ყველა გაციება არის კორონავირუსი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მსოფლიოში კორონავირუსით რეინფიცირების მხოლოდ რამდენიმე ფაქტია დადასტურებული.

 

„შეიძლება რეინფიცირება ჩვენთანაც მოხდეს, მაგრამ ეს არ არის ტენდენცია. იქიდან მოყოლებული, რაც დაიწყო პანდემია, დადასტურებულია, რომ კორონავირუსი იმუნიტეტს ტოვებს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები