პოლიტიკა

შეზღუდვებთან ერთად გამოცხადდება გეგმა, მომავალი 2 თვე როგორ იცხოვროს ქვეყანამ — იმნაძე

26.11.20 10:15


26 ნოემბერს კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებით შეზღუდვებთან ერთად მთავრობა გამოაცხადებს მომდევნო ორი თვის სამოქმედო გეგმასაც. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პააატა იმნაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

 

როგორც იმნაძე ამბობს, დაანონსებული შეზღუდვებით კიდევ უფრო გამკაცრდება გადაადილება და მაქსიმალურად შეიზღუდება ადამიანების ურთიერთკავშირები.

 

მისი თქმით, მთავრობას ორი ვერსია აქვს, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები.

 

“ეს არის არა მარტო შეზღუდვები, არამედ გეგმა, მომავალი ორი თვის მანძილზე როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ”, — განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები