პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - ყველაზე დიდი ამოცანააა, ვიყოთ სტაბილურობის შუქურა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა რეგიონში

15.09.16 18:00


ჩვენ წინაშე მდგარი ყველაზე დიდი ამოცანა ისაა, რომ მომავალშიც ვიყოთ სტაბილურობის შუქურა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა რეგიონში, რომელშიც ჩვენ რთულ გამოწვევებს ვაწყდებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილესთან, აშიშ კუმარ სენ-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დიდ პროგრესს ეკონომიკური განვითარების, საზოგადოების გაერთიანებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

”ჩვენ მომავალშიც ძალ-ღონეს არ დავიშურებთ უფრო თავისუფალი და აყვავებული საქართველოს მშენებლობისთვის.

2008 წლის აგვისტოს ომში რუსული აგრესიის შედეგად, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია და ასობით ათასმა ადამიანმა იძულებით დატოვა საცხოვრებელი ადგილი. ამ ტრაგედიის შედეგებს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ და 2008 წლის აგვისტოს გამოცდილება გვარწმუნებს, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რომელიც გამიზნულია უფრო ძლიერი და თავდაცვისუნარიანი სახელმწიფოს მშენებლობისკენ.

სწორედ ამიტომ ვუთმობთ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნას და ისეთი ქვეყნის მშენებლობას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა ქართველის კეთილდღეობა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები