პოლიტიკა

“ზოგი კერძო მანქანით, ზოგიც ველოსიპედით” – გახარია დეპუტატების პარლამენტში შეკრებაზე

26.11.20 16:20


პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში დღეს დააანონსებული ორთვიანი შეზღუდვები ახალი მოწმვევის პარლამენტის შეკრებას ხელს არ შეუშლის.

გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა რომ დეპუტატებს პირველ სხდომაზე მისვლა საკუთარი ავტომობილებით ან/და ველოსიპედითაც შეუძლიათ.

 

“დეპუტატები ჩვეულებრივად შეიკრიბებიან. გადაადგილებაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ზოგი კერძო მანქანით, ზოგიც კი ველოსიპედით… არ ვიცი, რაღაცით შეიკრიბებიან. არ მგონია რომ ეს [შეზღუდვები] დეპუტატების შეკრებისთვის პრობლემა იყოს,”-აცხადებს გახარია.

 

ჟურნალისტის კითხვაზე დაშვებული იქნება თუ არა საპროტესტო აქციები, გახარიამ უპასუხა რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდება:

 

“საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც რატომღაც დღეს სწყინს, როცა ეპიდემიოლოგების მხრიდან შედარება ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო, ყრილობების დაუშვებლობის. არ ვიცი, გავრცელების თვალსაზრისით რა სხვაობაა მაგალითად ქორწილს, ქელეხს და აქციას შორის?! არანაირი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, ამ ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი არის ის, რომ ის ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. მარტივი გამოსავალი არსებობს: პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. არავინ არავის უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ,”-ამბობს გახარია.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები