საზოგადოება

ქარელში 2 ადამიანი გარდაიცვალა – სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა

27.11.20 10:30


ქარელში, სავარაუდოდ, გაზის ნამწვის დაგროვების გამო 2 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამივე პირი ნაქირავეებ სახლში იმყოფებდა, რა დროსაც, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა სახლში გაჟონა.

 

შსს-ში ამბობენ, რომ ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის, მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები