პოლიტიკა

პრეზიდენტი: ამიერიდან ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერების საქმეში, ქალი და კაცი ერთად იდგება სამშობლოს სადარაჯოზე

15.09.16 18:20


ამიერიდან ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში, ქალი და კაცი ერთად იდგება სამშობლოს სადარაჯოზე, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში განაცხადა.

ლიცეუმის ისტორიაში წელს პირველად გოგონებიც მიიღეს.

”მთელ საქართველოს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, სწავლის დაწყების დღესასწაული. განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებს და პირველკურსელებს, რომლებიც ახალ ფურცელს შლიან თავიანთ ცხოვრებაში. მინდა, რომ ეს ახალი გზის დასაწყისი განსაკუთრებით საინტერესო იყოს თქვენთვის. ამ დღის მოლოცვა გადავწყვიტე გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა ლიცეუმიდან, ქუთაისიდან, რადგან ეს განსაკუთრებული სასწავლებელია და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. ჩვენი ქვეყნის დაცულობის საქმეში. აქ წელს მე-6 წლისთავს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, პირველად მიიღო გოგონები თავის რიგებში და ამიერიდან ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში, ისევე როგორც ყოველთვის, ტრადიციულად ჩვენს ქვეყანაში, ქალი და კაცი ერთად იდგება სამშობლოს სადარაჯოზე. აქედან მინდა გითხრათ ყველას – მტერსაც და მოყვარესაც, ჩვენი ქვეყანა ძლიერია თავისი ტრადიციებით, რომელთანაც კავშირს არასოდეს წყვეტს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ტრადიციულად, ისტორიულად, ქართველი ქალი, ქართველი კაცის გვერდით იდგა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა სწორედ ამის მაგალითი არიან გიორგი კვინიტაძე და მისი თანამებრძოლი მარო მაყაშვილი.

”ამ ქვეყანაში სტანდარტი, რომელიც ბევრი საუკუნის წინ დაწესდა, რომ ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია, გრძელდება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები