პოლიტიკა

ლოგიკური ნაბიჯი ქართული ოცნების მხრიდან იქნებოდა ისეთი წინადადებით შემოსვლა მოლაპარაკებებზე , რაც განმუხტავდა ამ პოლიტიკურ მდგომარეობას - კაპანაძე

27.11.20 16:20


ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ეხმაურება.

 


კაპანაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ ორმხრივი კონსულტაციები ამერიკის და ევროკავშირის წარმომადგენლებთათ საქართველოში და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ჩაინიშნება შეხვედრა.

 

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მხრიდან ლოგიკური და რაციონალური ნაბიჯი იქნება ისეთი წინადადებით მისვლა მოლაპარაკებებზე, რომელიც განმუხტავს მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობას.

 

კაპანაძემ განაცხადა, რომ მთავარი რასაც მოლაპარაკებები უნდა ეხებოდეს, არის ახალი არჩევნები და არა რაიმე სხვა საკითხი.

 

„ჩვენ ველოდებით, რომ მესამე რაუნდი მალე იქნება, მაგრამ ჯერ საბოლოო თარიღი დადასტურებული არ არის, ჩვენ გვქონდა ორმხრივი კონსულტაციები ამერიკის და ევროკავშირის წარმომადგენლებთან საქართველოში, ასევე სხვა პოლიტიკურ ძალებსაც ჰქონდათ კონსულტაციები და ამის შედეგად, სავარაუდოდ მალე ჩაინიშნება შეხვედრის მომდევნო თარიღი.

 

რაც შეეხება მოლოდინს, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ რაციონალური მოლოდინი, ლოგიკური ნაბიჯი ქართული ოცნების მხრიდან იქნებოდა ისეთი წინადადებით შემოსვლა ამ მოლაპარაკებებზე, პასუხად ჩვენი მოთხოვნებისა, რომელიც წინა რაუნდზე დავაყენეთ, რაც განმუხტავდა ამ პოლიტიკურ მდგომარეობას, თუმცა მთავარია, რომ ეს დისკუსიები და შემოთავაზება უნდა ეხებოდეს ახალ არჩევნებს და არა სხვა საკითხებს.“ - განაცხადა კაპანაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები