პოლიტიკა
27.11.20 17:20
როდესაც ოპოზიციური პარტია თანხის მიღებაზე განაცხადს აკეთებს და ამავდროულად ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა, ეს საზოგადოებისთვისაც მიუღებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გივი მიქანაძემ პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები ამ დაფინანსების მიღებით, არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგს აღიარებენ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, გივი მიქანაძემ იმ მექანიზმებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლით სარგებლობაც ოპოზიციას პარლამენტში შეეძლება.
„პარტიებმა დაფინანსება სწორედ იმ ბარიერის გადალახვისთვის მიიღეს, რომელიც მათ შესაბამისი მხარდამჭერით მიღებული მანდატით მოიპოვეს. დაკვეთა ასეთია, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მხარს ოპოზიციურ პარტიებს უჭერენ, სურთ თავიანთი წარმომადგენლები პარლამენტში იხილონ და ამ ადამიანებმა თავისი ფუნქცია შეასრულონ. ეს დაფინანსება ორიენტირებულია იმ პარტიებზე, რომლებიც პარლამენტში შედიან და თავის საქმეს აკეთებენ.
როდესაც თანხის მიღებაზე ოპოზიციური პარტია განაცხადს აკეთებს და ამბობს, რომ პარლამენტში არ შევალ, საზოგადოებისთვისაც დამაბნეველი და მიუღებელია. ეს არის აღიარება იმის, რომ არჩევნების შედეგად დაფიქსირებული პროცენტით ისინი დაფინანსებას იღებენ. ჩვენ მივესალმებით, რომ მათი მხრიდან აღიარებული იყოს ის არჩევანი, რომელიც მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს დააფიქსირეს.
საქართველოს აქვს ისტორიული შანს, რომ ცხრა პარტიისგან შემდგარი პარლამენტი ჰქონდეს, რაც დემოკრატიული პროცესისა და ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გავითვალისწინოთ, რომ ეს მოქალაქეების მიერ გამოხატული ნებაა.
2018 წლის დეკემბრიდან ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი და ჩვენი ძალისხმევით მიღებული პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელმაც ოპოზიციის უფლებამოსილებები ძალიან ფართოთ გაზარდა. ეს დემოკრატიული პროცესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მექანიზმებია, რომლის გამოყენება ოპოზიციას შეეძლება მას შენდეგ, რაც კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდება. 50 დეპუტატი საკმარისია, რომ ნებისმიერ საკითხზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
ისევე, როგორც ინტერპელაციის მექანიზმი, მინისტრის საათი და უმრავი სხვა მექანიზმი, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმატში აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლს ახდენს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 307
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0018.01.21
-
დავით ზალკალიანი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
17:4018.01.21
-
ვაშაძე ენმ-ის გარეშე ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზე საუბრობს
17:2018.01.21
-
დავით ზალკალიანი ესპანელ კოლეგას შეხვდა
17:0018.01.21
-
„ოპოზიციაში შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს“ - ვოლსკი
16:4018.01.21
-
პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
16:2018.01.21
-
ანა ნაცვლიშვილი „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ინიციატივაზე: ინდივიდუალური შეხვედრები სწორად არ მიმაჩნია
16:0018.01.21
-
ალექსანდე ანქვაბი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული
15:4018.01.21
-
15:2018.01.21
-
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მებაღეებისთვის თანამედროვე ტიპის კოტეჯები განთავსდა
15:0018.01.21
-
თავდაპირველად 10 ათასი ადამიანისთვის სამყოფ დოზას ველოდებით – გაბუნია ვაქცინებზე
14:4018.01.21
-
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 25 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
14:2018.01.21
-
მიხეილ სარჯველაძე - ნაადრევია გამოთქმული ვარაუდები, რომ ერთ წელიწადში უმრავლესობა დაიშლება
14:0018.01.21
-
2 დღეში სხვასასხვა ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის გეგმა შემუშავდება - გამყრელიძე
13:4018.01.21
-
გიორგი ვაშაძე „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს
13:2018.01.21
-
ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა
13:0018.01.21
-
„საკვები დაგვიმთავრდა“ - რას აცხადებენ კობი-გუდაურის გზაზე გაჩერებული სატვირთო მანქანების მძღოლები
12:4018.01.21
-
12:2018.01.21
-
„ენგურჰესი“ 20 იანვრიდან გაჩერდება
12:0018.01.21
-
11:4518.01.21
-
11:3018.01.21
-
ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია
11:1518.01.21
-
დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა
11:0018.01.21
-
10:4518.01.21
-
სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა
10:3018.01.21
-
10:1518.01.21
-
დიდ ქალაქებში მეორე სემესტრი კვლავ დისტანციურ ფორმატში განახლდა
10:0018.01.21
-
ეკა ბესელია: კობახიძეს პარტია დაეშლება და დარჩება ოფისი
18:0015.01.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2987 ლარი გახდა
17:4015.01.21
-
17:2015.01.21
-
17:0015.01.21
-
ამირან გამყრელიძე - „რემდესივირით“ მკურნალობა ქვეყნებს გამოადგათ
16:4015.01.21
-
საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
16:2015.01.21
-
საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი გახდა
16:0015.01.21
-
"ასეთი მრუდე ლოგიკა არ მსმენია არასდროს, ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო " - სანიკიძე
15:4015.01.21
-
მუსლიმმა თემმა ლოცვა დაასრულა - ვითარება სოფელ ბუკნარში
15:2015.01.21