პოლიტიკა

ძალიან ვწუხვარ, რომ აქციები კვლავ იმართება, ვერ შევძელით საკმარისად ახსნა... დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავიცვათ ყველა შეზღუდვა - ტიკარაძე გარემოვაჭრეებზე

30.11.20 15:40


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გარკვეულ ობიექტებზე სავაჭრო საქმიანობის შეჩერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლისთვის, თუმცა ეს ხალხმა ჯერ ვერ გაითავისა. მინისტრის თქმით, დღეს ყველაზე მთავარი რეგულაციების დაცვაა:


"დღეს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებს პანდემია და ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, რომ ჩვენ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე. აქედან გამომდინარე, ძალიან ვწუხვარ, რომ აქციები კვლავ იმართება და ჩვენ ვერ შევძელით საკმარისი კომუნიკაცია და ახსნა იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შეჩერებული იყოს ყველა იმ ობიექტზე ეკონომიკური საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც მთავრობამ, შტაბმა და ასევე საბჭომ მიიღეს გადაწყვეტილება, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ყველა ის ზომა და არ მხოლოდ სოციალური დისტანცია, არამედ ყველა ის შეზღუდვა, რომელიც გამოქვეყნებულია და დადგინდა 28 ნოემბრიდან" - განაცხადა ტიკარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სურსათის გარდა ყველა სახის ვაჭრობა აიკრძალა. დაწესებული შეზღუდვების გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქციებს მართავენ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები