პოლიტიკა
30.11.20 17:00
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა. ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაში ეუთოს 57 წევრი ქვეყნის ელჩი, აღმასრულებელი და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გამოსვლაში, გიგი წერეთელმა ისაუბრა პანდემიის პირობებში საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაზე, არსებულ სირთულეებზე, რეგიონალური კონფლიქტების, ტერორიზმისა და რადიკალიზაციის საფრთხეების, დემოკრატიული არჩევნებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით. მან ხაზი გაუსვა, რომ ეუთო-მ უნდა შეძლოს საკუთარი პოტენციალით დაეხმაროს უფრო უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნას მსოფლიოში.
„იმის გათვალისწინებით, რომ მზარდი ტრანსნაციონალური და გლობალური გამოწვევები ჩვენს საერთო უსაფრთხოებას ემუქრებიან, ორგანიზაციისთვის აუცილებელია რესურსები და პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც მას სასწრაფოდ სჭირდება ძველი თუ ახალი სირთულეების დასაძლევად”, – განაცხადა წერეთელმა.
მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ეუთო-ს სივრცეში კვლავ დიდია დაყოფა და დაპირისპირება. ცალკეული ქვეყნები კი, არ ასრულებენ ვალდებულებებს და არღვევენ ფუნდამენტურ პრინციპებს.
„მთიანი ყარაბაღის გამო ომი, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გადაუდებელი აუცილებლობის მტკივნეული შეხსენებაა. ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებასთან ერთად, იმედი მაქვს, რომ ეს სერიოზული მოლაპარაკებების საშუალებას მოგვცემს და საბოლოო შედეგი ხანგრძლივი მშვიდობა იქნება”- აღნიშნა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, საჭიროა ზემოქმედება ეუთო-ს რეგიონში არსებულ სხვა კონფლიქტებზეც.
უკრაინასა და საქართველოში შეთანხმებების შესასრულებლად და გონივრული გადაწყვეტილებებისთვის აუცილებელია მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე წარიმართოს.
„ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, სრულიად მიუღებელია. 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა, სამხედრო ძალების მეშვეობით ოკუპაცია, ინტენსიური უკანონო ბორდერიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ტერორი, რაც საფრთხეს უქმნის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ღრმა შეშფოთებას იწვევს, სეპარატისტულ რეგიონებთან რუსეთის ფედერაციის მხრიდან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და დაჩქარება, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია როგორც ქართული ტერიტორიები”,- განაცხადა გიგი წერეთელმა.
ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე მოხსენებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები ევროკავშირის, აშშ, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის ელჩებმა გააკეთეს.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0018.01.21
-
დავით ზალკალიანი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
17:4018.01.21
-
ვაშაძე ენმ-ის გარეშე ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზე საუბრობს
17:2018.01.21
-
დავით ზალკალიანი ესპანელ კოლეგას შეხვდა
17:0018.01.21
-
„ოპოზიციაში შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს“ - ვოლსკი
16:4018.01.21
-
პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
16:2018.01.21
-
ანა ნაცვლიშვილი „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ინიციატივაზე: ინდივიდუალური შეხვედრები სწორად არ მიმაჩნია
16:0018.01.21
-
ალექსანდე ანქვაბი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული
15:4018.01.21
-
15:2018.01.21
-
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მებაღეებისთვის თანამედროვე ტიპის კოტეჯები განთავსდა
15:0018.01.21
-
თავდაპირველად 10 ათასი ადამიანისთვის სამყოფ დოზას ველოდებით – გაბუნია ვაქცინებზე
14:4018.01.21
-
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 25 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
14:2018.01.21
-
მიხეილ სარჯველაძე - ნაადრევია გამოთქმული ვარაუდები, რომ ერთ წელიწადში უმრავლესობა დაიშლება
14:0018.01.21
-
2 დღეში სხვასასხვა ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის გეგმა შემუშავდება - გამყრელიძე
13:4018.01.21
-
გიორგი ვაშაძე „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს
13:2018.01.21
-
ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა
13:0018.01.21
-
„საკვები დაგვიმთავრდა“ - რას აცხადებენ კობი-გუდაურის გზაზე გაჩერებული სატვირთო მანქანების მძღოლები
12:4018.01.21
-
12:2018.01.21
-
„ენგურჰესი“ 20 იანვრიდან გაჩერდება
12:0018.01.21
-
11:4518.01.21
-
11:3018.01.21
-
ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია
11:1518.01.21
-
დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა
11:0018.01.21
-
10:4518.01.21
-
სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა
10:3018.01.21
-
10:1518.01.21
-
დიდ ქალაქებში მეორე სემესტრი კვლავ დისტანციურ ფორმატში განახლდა
10:0018.01.21
-
ეკა ბესელია: კობახიძეს პარტია დაეშლება და დარჩება ოფისი
18:0015.01.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2987 ლარი გახდა
17:4015.01.21
-
17:2015.01.21
-
17:0015.01.21
-
ამირან გამყრელიძე - „რემდესივირით“ მკურნალობა ქვეყნებს გამოადგათ
16:4015.01.21
-
საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
16:2015.01.21
-
საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი გახდა
16:0015.01.21
-
"ასეთი მრუდე ლოგიკა არ მსმენია არასდროს, ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო " - სანიკიძე
15:4015.01.21
-
მუსლიმმა თემმა ლოცვა დაასრულა - ვითარება სოფელ ბუკნარში
15:2015.01.21