პოლიტიკა

"შემახე ამინისტია" - აქცია პარლამენტთან

30.11.20 17:20


აქცია პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან - ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და პატიმრების ოჯახის წევრებმა გამართეს.

 


აქციის მონაწილიებს აქვთ "მესიჯბოქსები" - "შემახე ამნისტია".

 

ალექსანდრე კობაიძეს განცხადებით, ისინი ითხოვენ, რომ ამინისტია შეეხოს ე.წ პრობაციონერებს, მსუბუქ,მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებს.

 

მისივე განმარტებით, მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში „გადიან პედოფილები და მათ გათავისუფლებას არ ითხოვენ“.

"პედოფილიას არ ვეხებით. მუხლობრივად ვითხოვთ მთელ რიგ შემსუბუქებებს ისეთ სასჯელზე, რომელიც მიმართულია საკუთრების წინააღმდეგ; ე.წ. ნარკოდანაშაულზე; ოჯახური ძალადობა,რომლითაც გადავსებულია ციხე; ფინანსური დანაშაული ცოლად მოყვანის მიზნით; თაღლითობა და ა.შ", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

 

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველივე სესიაზე არ განიხილება მათი მოთხოვნა ამინისტიის თაობაზე, აპირებენ სიმბოლურად ჯაჭვი - წრე გააკეთონ პარლამენტის შენობის ირგვლივ და ამგვარად გამოხატონ პროტესტი.

 

აქვე გეტყვით, რომ არჩევნებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პატიმრების მოშიმშილე დედებს შეხვდა, ასევე დაჰპირდა პატიმრებს,რომ არჩევნების შემდეგ ამინისტიას აუცილებლად მიიღებდნენ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები