საზოგადოება
01.12.20 12:40
აზერბაიჯანმა საქართველოს 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი უსასყიდლოდ გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში ავრცელებს.
„მსოფლიოში მიმდინარე კორონავირუსული პანდემიის ფონზე და ბოლო პერიოდში, საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში სრულად გადაწყდა კოვიდინფიცირებულ პაციენტთა ჟანგბადით მომარაგების საკითხი.
საქართველოს მთავრობის დავალების თანახმად, აღნიშნული საკითხის მოგვარებაში, აქტიურად არიან ჩართულნი საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები.
საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში განახორციელა შესაბამისი სამუშაოები და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით, ოპერატიულ რეჟიმში მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის თხევადი სამედიცინო ჟანგბადის მარაგების მოძიება. საელჩოს სურს მადლობა გადაუხადოს აზერბაიჯანულ კომპანიას Baku steel, რომელმაც უსასყიდლოდ გამოუყო საქართველოს კოვიდ კლინიკებს 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი და აგრეთვე, ამავე კომპანიამ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოში.
უნდა აღინიშნოს, რომ მთელ ამ შრომატევად პროცესში, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა, შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა - ეკონომიკისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროებმა, რკინიგზის დეპარტამენტმა და საბაჟო კომიტეტმა.
ქართული და აზერბაიჯანული მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა არ შეიქმნას დეფიციტი საქართველოს ჯანდაცვის სექტორში კოვიდ კლინიკების თხევადი სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით.
უახლოეს პერიოდში, იგეგმება თხევადი სამედიცინო ჟანგბადის შესაბამისი მარაგების მიწოდება აზერბაიჯანიდან საქართველოში, როგორც სახმელეთო გზით ასევე რკინიგზის საშუალებით“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0018.01.21
-
დავით ზალკალიანი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
17:4018.01.21
-
ვაშაძე ენმ-ის გარეშე ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზე საუბრობს
17:2018.01.21
-
დავით ზალკალიანი ესპანელ კოლეგას შეხვდა
17:0018.01.21
-
„ოპოზიციაში შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს“ - ვოლსკი
16:4018.01.21
-
პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
16:2018.01.21
-
ანა ნაცვლიშვილი „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ინიციატივაზე: ინდივიდუალური შეხვედრები სწორად არ მიმაჩნია
16:0018.01.21
-
ალექსანდე ანქვაბი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული
15:4018.01.21
-
15:2018.01.21
-
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მებაღეებისთვის თანამედროვე ტიპის კოტეჯები განთავსდა
15:0018.01.21
-
თავდაპირველად 10 ათასი ადამიანისთვის სამყოფ დოზას ველოდებით – გაბუნია ვაქცინებზე
14:4018.01.21
-
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 25 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
14:2018.01.21
-
მიხეილ სარჯველაძე - ნაადრევია გამოთქმული ვარაუდები, რომ ერთ წელიწადში უმრავლესობა დაიშლება
14:0018.01.21
-
2 დღეში სხვასასხვა ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის გეგმა შემუშავდება - გამყრელიძე
13:4018.01.21
-
გიორგი ვაშაძე „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს
13:2018.01.21
-
ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა
13:0018.01.21
-
„საკვები დაგვიმთავრდა“ - რას აცხადებენ კობი-გუდაურის გზაზე გაჩერებული სატვირთო მანქანების მძღოლები
12:4018.01.21
-
12:2018.01.21
-
„ენგურჰესი“ 20 იანვრიდან გაჩერდება
12:0018.01.21
-
11:4518.01.21
-
11:3018.01.21
-
ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია
11:1518.01.21
-
დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა
11:0018.01.21
-
10:4518.01.21
-
სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა
10:3018.01.21
-
10:1518.01.21
-
დიდ ქალაქებში მეორე სემესტრი კვლავ დისტანციურ ფორმატში განახლდა
10:0018.01.21
-
ეკა ბესელია: კობახიძეს პარტია დაეშლება და დარჩება ოფისი
18:0015.01.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2987 ლარი გახდა
17:4015.01.21
-
17:2015.01.21
-
17:0015.01.21
-
ამირან გამყრელიძე - „რემდესივირით“ მკურნალობა ქვეყნებს გამოადგათ
16:4015.01.21
-
საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
16:2015.01.21
-
საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი გახდა
16:0015.01.21
-
"ასეთი მრუდე ლოგიკა არ მსმენია არასდროს, ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო " - სანიკიძე
15:4015.01.21
-
მუსლიმმა თემმა ლოცვა დაასრულა - ვითარება სოფელ ბუკნარში
15:2015.01.21