საზოგადოება

ე.წ.სამხრეთ ოსეთში 6 რუსი სამხედრო დაიღუპა

19.05.16 18:45


ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროების ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. დაშავებულები ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში 08:40 საათზე ცხინვალისა და ყანჩავეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსი ოფიცრები წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ინციდენტის მიზეზი ავტობუსის სამუხრუჭე სისტემის პრობლემა გახდა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განკარგულებით, ცხინვალში თვითმფრინავი და სამხედრო ექიმები გაგზავნეს, რომლებიც დაშავებულ ოფიცრებს მოსკოვში გადაიყვანენ.


წყარო : /www.frontnews.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები