მსოფლიო

ალიევი: სომხები კავკასიელები არ არიან, აქ მოგვიანებით ჩამოსახლდნენ

01.12.20 14:20


„ის საქციელი, რაც სომხებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაიდინეს, მეტყველებს, რომ ისინი არ არიან კავკასიელები, არამედ აქ მერე დასახლდნენ". ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, ინფორმაციას azerbaycan24  ავრცელებს. 

 


„როდესაც მოვინახულე აღდამის, ფიზუმის, ჯებრაილის რაიონები, იქ ვნახე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სომხებს არაფერი აუშენებიათ, არამედ რაც ოკუპაციამდე არსებობდა, იმას იყენებდნენ. ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელების სახლებში, იყენებდნენ აზერბაიჯანულ მიწას სოფლის მეურნეობისთვის, მოიპოვებდნენ წიაღისეულს. წასვლისას კი სახლები და ტყეებიც კი გადაწვეს.

ადამიანი, ვინც ამ მიწაზე საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობს, ასე არასოდეს მოიქცეოდა. მათ შეცვალეს დასახლებული პუნქტების სახელები, დაანგრიეს ჩვენი კულტურული ძეგლები. ეს კი მთლიანად ეწინააღმდეგება კავკასიის ტრადიციებს, ამ რეგიონში ქცევის წესებს. ეს იმიტომ ხდება, რომ სომხებს ამ რეგიონთან ისტორიულად კავშირი არ ჰქონიათ. ისინი არ არიან კავკასიელები, ისინი აქ მოგვიანებით ჩამოსახლდნენ“ - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

 

 

 

წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები