პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: მართლმსაჯულება თუ შეიცვლება, პარლამენტში კი არა კოცონში შევალ სიმღერით 

01.12.20 15:40


პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია - გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები, შეცვლილი საარჩევნო კოდექსით და განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციით. 


გარდა ამისა, ცალკეული ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მართლმსაჯულების სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, აღქმული იყო როგორც კომპრომისი, რომ ისინი პარლამენტში შევიდოდნენ.

 

თუმცა, ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ საკითხზე მხოლოდ ოპოზიცია საუბრობს, სახელისუფლებო პარტია კი, დუმს.

 

„მართლმსაჯულების სისტემის შეცვლაზე მხოლოდ ოპოზიცია ლაპარაკობს.

ხელისუფლებას საერთოდ არ უხსენებია. მართლმსაჯულება თუ შეიცვალა, პროკურატურა თუ შეიცვალა, არჩევნები თუ კარგად ჩატარდა, პარლამენტში კი არა, დანთებულ კოცონში შევალ სიმღერით“,- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები