პოლიტიკა

გია ვოლსკი - საქართველომ საერთაშორისო სტრუქტურებში საკმაოდ მყარი პოზიციები დაიმკვიდრა

01.12.20 16:20


ახალი დემოკრატიებისთვის რეფორმებიც საჭიროა და საქართველოს არასდროს არ უარყვია, რომ ამ გზაზე გასაკეთებელი კიდევ ბევრია. თუკი ნატო-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ ამ თემას გვახსენებს, ეს ის განცხადებაა, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი გააკეთებდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ნატო-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

 

მისივე თქმით, საქართველომ საერთაშორისო სტრუქტურებში საკმაოდ სტაბილური და მყარი პოზიციები დაიმკვიდრა, მათ შორის ნატო-სთან ურთიერთობის საკითხში.

 

„საქართველომ საერთაშორისო სტრუქტურებში საკმაოდ სტაბილური და მყარი პოზიციები დაიმკვიდრა, მათ შორის ნატო-სთან ურთიერთობის საკითხში. მუშაობა მიმდინარეობს. ახალი დემოკრატიებისთვის რეფორმებიც საჭიროა და საქართველოს არასდროს არ უარყვია, რომ ამ გზაზე გასაკეთებელი კიდევ ბევრია. თუკი ნატო-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ ამ თემას გვახსენებს, ეს ის განცხადებაა, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი გააკეთებდა. ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოება მარტო სამხედრო ნაწილს არ ნიშნავს. ეს პოლიტიკური მაღალი დონეა. ასევე ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც მიახლოებული იქნება იმ ქვეყნების მაჩვენებლებთან, რომლებიც ნატო-შია გაერთიანებული. ამ თემასთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალური მდივანი ახალს არაფერს არ ამბობს, თუმცა ფაქტია და თვალსაჩინოა, რომ საქართველომ არა თუ ადგილი დაიმკვიდრა, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის საერთო სამხედრო, პოლიტიკურ პოზიციას მსოფლიო ომის იმ პირობებში, რომელიც დღესდღეობით მიმდინარეობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები