პოლიტიკა

რუსეთი კვლავ განაგრძობს დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და უკრაინაში - ზალკალიანი

04.12.20 10:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ეუთოს მინისტრთა საბჭოს რიგით 27-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და უკრაინაში, რაც მისივე თქმით საგანგაშოა.

 


"გლობალური პანდემიის დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეუთოს ტერიტორიაზე არსებულმა კონფლიქტებმა მოწყვლადი საზოგადოებები განსაკუთრებით რთულ პირობებში ჩააყენა. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვხედავთ ჰელსინკის დასკვნით აქტსა და პარიზის ქარტიაში წარმოდგენილი პრინციპების უხეშ დარღვევას. საგანგაშოა, რომ ეუთოს ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო — რუსეთის ფედერაცია — კვლავ განაგრძობს დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და უკრაინაში", — განაცხადა მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, რომ ეუთოს მინისტრთა საბჭოს რიგით 27-ე შეხვედრა, მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში იმართება.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები