პოლიტიკა

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით

04.12.20 10:30


ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

 

როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კარგი საუბარი ჰქონდა.

 

“საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს კარგი საუბარი მქონდა მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარების შესახებ.


საუბრისას ხაზი გავუსვი პარტიებს შორის დიალოგის მნიშვნელობას და ახალ კორონავირუსთან ბრძოლას.


ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით.


მეტი ურთიერთკავშირი ჩვენი საერთო პრიორიტეტია”, – აღნიშნავს ევროკომისარი.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები