პოლიტიკა

პარტიის წევრთა შეკრება დასაშვები იქნება ჯანდაცვის რეკომენდაციებით 

04.12.20 11:45


საზოგადოებრივ თავშეყრა მთავრობის დადგენილებით რეგულირდება. რეგულაცია შეეხება პარტიის წევრების შეკრებასაც. 

 


კერძოდ, „იზოლაციისა და კარანტინის“ წესების შესახებ დადგენილებაში შედის ცვლილება, რომელსაც ემატება ახალი მუხლი, პარტიის წევრთა ყრილობის (კონგრესი, ასამბლეა, კონფერენცია და სხვა) ან მსგავსი ტიპის პარტიული შეკრების რეგულირების შესახებ.

 

პარტიის წევრთა შეკრება ღია ან/და დახურულ საჯარო სივრცეში დასაშვები იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით.

 

ინფორმაციისთვის, პანდემიის პირობებში თავშეყრაზე შეზღუდვებია.

 

იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).

 

დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები