პოლიტიკა
04.12.20 14:20
2020 წლის 3 დეკემბერს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კენჭი უყარა და მიიღო ევროპარლამენტარის, სვენ მიკსერის მიერ წარდგენილი წლიური ანგარიში ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის იმპლემენტაციის შესახებ.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის როლზე გლობალური უსაფრთხოების საქმეში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს წინაშე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში არსებული გამოწვევების შესახებ და ხაზგასმითაა აღნიშნული რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული საოკუპაციო პოლიტიკა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე.
ანგარიში შემაშფოთებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები ჯერ კიდევ აგრძელებენ უკრაინის დიდი ნაწილისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები ასევე წარმოდგენილნი არიან მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რუსეთი განაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას.
ასევე, დოკუმენტში საუბარია აღმოსავლეთ სამეზობლოს სახელმწიფოებში დაფინანსებული დეზინფორმაციის კამპანიების უპრეცედენტო რაოდენობაზეც.
დოკუმენტი გმობს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციას და ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიას, ისევე როგორც მოლდოვაში გაყინული კონფლიქტების შენარჩუნებას.
ამასთან, დოკუმენტი ხაზგასმით აღნიშნავს ევროკავშირის პოლიტიკის ფარგლებში, მოცემულ კონტექსტში ერთხმად საუბრის საჭიროებას.
საგარეო უწყების ცნობით, ანგარიში საბოლოოდ მიღებულ იქნება პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, 2021 წლის იანვარში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:3023.01.21
-
18:0022.01.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3044 ლარი გახდა
17:4022.01.21
-
17:2022.01.21
-
„ვაშინგტონ პოსტი“ - ევროპული სასამართლო 2008 წელს საქართველოსთან ომის გამო რუსეთს გმობს
17:0022.01.21
-
თელავის პროკურატურასან ელენე ხოშტარიამ და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს
16:4022.01.21
-
16:2022.01.21
-
არჩილ თალაკვაძე: რიგგარეშე არჩევნებს არ განვიხილავთ
16:0022.01.21
-
რეგულარული ფრენები პირველი თებერვლიდან განახლდება
15:4022.01.21
-
არ არის გამორიცხული, პარლამენტში კიდევ ერთი პარტია ვიხილოთ - არჩილ თალაკვაძე
15:2022.01.21
-
15:0022.01.21
-
თამარ გაბუნია - ახლა ვართ პლატოს პერიოდში
14:4022.01.21
-
14:2022.01.21
-
14:0022.01.21
-
როდის აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში
13:4022.01.21
-
სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება
13:2022.01.21
-
13:0022.01.21
-
შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოავლინა
12:4022.01.21
-
12:2022.01.21
-
მარინა კალიურანდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა
12:0022.01.21
-
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი "ქართულ ოცნებასთან" მოსალაპარაკებლად პარლამენტში მივიდნენ
11:4522.01.21
-
დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
11:3022.01.21
-
11:1522.01.21
-
11:0022.01.21
-
რუსეთი ამბობდა, რომ ქართველები ოსებისგან დასაცავად დააკავეს – დავის დეტალები
10:4522.01.21
-
10:3022.01.21
-
ცხინვალში სეპარატისტებმა ტერორის რეჟიმი დაამყარეს “თავიანთი ხალხის წინააღმდეგ"
10:1522.01.21
-
10:0022.01.21
-
სალომე ზურაბიშვილი - ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელოდება
18:0021.01.21
-
17:4021.01.21
-
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ ეშინიათ სატელევიზიო ბულინგის
17:2021.01.21
-
დავით ჭიჭინაძე - „ოცნება“ უნდა წავიდეს! ეს კი მხოლოდ ახალი არჩევნებით მოხდება
17:0021.01.21
-
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს: მოდით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა
16:4021.01.21
-
16:2021.01.21
-
16:0021.01.21
-
15:4021.01.21