პოლიტიკა

კარლ ჰარცელი - ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ საერთო გამოსავალს

04.12.20 15:20


მუდმივად ვმუშაობ სხვადასხვა მხარესთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ელჩის თქმით, იმედოვნებს, რომ საერთო გამოსავალი მოიძებნება.

 

„დაახლოებით ერთი კვირაა, კომუნიკაცია გვაქვს. მუდმივად ვმუშაობ სხვადასხვა მხარესთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა.

ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ საერთო გამოსავალს.

 

როგორც გასული 24 საათის განმავლობაში ვნახეთ, დისკუსიები გრძელდება ორივე მხარესთან, რომ შევძლოთ პოზიციების განსაზღვრა. ეს უზრუნველყოფს, რომ დისკუსიები საერთო პლატფორმისკენ წავიდეს. მე ვხედავ რეალურ შესაძლებლობებს.

 

ვფიქრობ, რეალურად შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, რომელიც ასახავს წუხილებს, რაც გამოიხატა გასულ კვირებში, ამავე დროს უზრუნველყოფს, რომ ქვეყანას შეუძლია, გამოვიდეს კრიზისიდან უფრო ძლიერი, მათ შორის – გააგრძელოს დემოკრატიული ინსტიტუტების შენება. მე ვხედავ ამის შესაძლებლობებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები