პოლიტიკა

ბანკების ყაჩაღობა ყოველთვის ხდებოდა - გომელაურის ოპტიმიზმი გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით

04.12.20 16:40


უკვე მეორე თვეა, რაც "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. მას შემდეგ, რაც თანხა გადაეცა, ისე გაუჩნარდა, რომ მის კვალს შსს ამ დრომდე ვერ პოულობს.ეს ბანკზე განხორციელებული თავდასხმის უკანასკნელი შემთხვევა არ არის. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე პრეცედენტი დაფიქსირდა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განმარტებით, ბანკების დაყაჩაღება სულ ხდებოდა და ჟურნალისტების კითხვას გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით მაღალჩნოსანი ოპტიმისტურად პასუხობს:

 

"ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ. გახშირდა არის 10 და 20 რომ ხდება. ბანკების ყაჩაღობა ყოველთვის ხდებოდა.... ძებნილად გამოცხადდა ეს ადმიანი" - განმარტა გომელაურმა.

 

ბანკის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილ ბადრი ესებუას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ, გომელაური კი არ პასუხობს კითხვაზე, არის თუ არა გამოძიებასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები