პოლიტიკა

კელი დეგნანის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ

04.12.20 17:00


საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ. 

 


გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას „ქართული ოცნების“ წევრებიც ესწრებიან.

 

ელჩებმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან მას შემდეგ დაიწყეს შეხვედრები, რაც მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარეს.

 

პარლამენტში მოსახვედრად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა, ისინი მანდატებზე უარს ამბობენ.

 

ოპოზიციური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავიდან დაკომპლექტებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები