პოლიტიკა
04.12.20 17:20
ჩვენი მოთხოვნები არ იცვლება, შეიძლება, გარკვეულწილად შეიცვალოს ამ მოთხოვნების კონტურები, გაფართოვდეს ან შემცირდეს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს ყველა მოთხოვნა პუნქტობრივად გაასაჯაროოს.
„პოლიტსაბჭო არის პარტიის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. დღეს ჩვენ ვმსჯელობთ, ზოგადად საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე.
არსებობს მოთხოვნები, რომელიც არის ყველა ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა, ეს არის რიგგარეშე ან ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების თავისუფლება და ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრირება. რა თქმა უნდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ამ მოთხოვნების ერთგული. შესაბამისად, ვწუხვარ, რომ არ შემიძლია, ზუსტად იმ წინადადებების გაჟღერება, რომელიც წარდგენილი იქნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ დაზუსტებით რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მოთხოვნები არ იცვლება, მოთხოვნები რჩება იგივე, შეიძლება შეიცვალოს გარკვეულწილად კონტურები ამ მოთხოვნების, ან გაფართოვდეს ან შემცირდეს. არც ერთ მოთხოვნაზე უარს არ ვამბობთ, უბრალოდ ჩვენ ვუდგებით იმ ჭრილიდან, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ექნება დიდი სივრცე კომპრომისისთვის, რომ გადმოდგას საქართველოს მოქალაქეების წინაშე ნაბიჯი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ იგივე წინადადებებს, ცოტა განახლებული ვერსიით მივიტანთ ელჩებთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, შემდეგ ვაპირებთ, რომ გავასაჯაროოთ ყველა მოთხოვნა პუნქტობრივად, რომლიც იქნება ამ დოკუმენტში“, – განაცხადა დეკანოიძემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:3023.01.21
-
18:0022.01.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3044 ლარი გახდა
17:4022.01.21
-
17:2022.01.21
-
„ვაშინგტონ პოსტი“ - ევროპული სასამართლო 2008 წელს საქართველოსთან ომის გამო რუსეთს გმობს
17:0022.01.21
-
თელავის პროკურატურასან ელენე ხოშტარიამ და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს
16:4022.01.21
-
16:2022.01.21
-
არჩილ თალაკვაძე: რიგგარეშე არჩევნებს არ განვიხილავთ
16:0022.01.21
-
რეგულარული ფრენები პირველი თებერვლიდან განახლდება
15:4022.01.21
-
არ არის გამორიცხული, პარლამენტში კიდევ ერთი პარტია ვიხილოთ - არჩილ თალაკვაძე
15:2022.01.21
-
15:0022.01.21
-
თამარ გაბუნია - ახლა ვართ პლატოს პერიოდში
14:4022.01.21
-
14:2022.01.21
-
14:0022.01.21
-
როდის აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში
13:4022.01.21
-
სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება
13:2022.01.21
-
13:0022.01.21
-
შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოავლინა
12:4022.01.21
-
12:2022.01.21
-
მარინა კალიურანდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა
12:0022.01.21
-
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი "ქართულ ოცნებასთან" მოსალაპარაკებლად პარლამენტში მივიდნენ
11:4522.01.21
-
დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
11:3022.01.21
-
11:1522.01.21
-
11:0022.01.21
-
რუსეთი ამბობდა, რომ ქართველები ოსებისგან დასაცავად დააკავეს – დავის დეტალები
10:4522.01.21
-
10:3022.01.21
-
ცხინვალში სეპარატისტებმა ტერორის რეჟიმი დაამყარეს “თავიანთი ხალხის წინააღმდეგ"
10:1522.01.21
-
10:0022.01.21
-
სალომე ზურაბიშვილი - ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელოდება
18:0021.01.21
-
17:4021.01.21
-
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ ეშინიათ სატელევიზიო ბულინგის
17:2021.01.21
-
დავით ჭიჭინაძე - „ოცნება“ უნდა წავიდეს! ეს კი მხოლოდ ახალი არჩევნებით მოხდება
17:0021.01.21
-
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს: მოდით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა
16:4021.01.21
-
16:2021.01.21
-
16:0021.01.21
-
15:4021.01.21