პოლიტიკა

ლვოვის საერთაშორისო ფორუმის რეზოლუცია: ნატო-მ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარუდგინოს საქართველოს და უკრაინის წევრობის რეალისტური სამოქმედო გეგმა

07.12.20 15:40


ლვოვის საერთაშორისო ფორუმში მონაწილე ექსპერტებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ და უკრაინამ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღონ. ამის შესახებ ინფორმაცია ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რეგიონში პოზიციების გასაძლიერებლად ნატო-მ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარუდგინოს საქართველოს და უკრაინის წევრობის რეალისტური სამოქმედო გეგმა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად“.

 

ექსპერტებმა ყურადღება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე გაამახვილეს და მისთვის მთავარ საფრთხედ რუსული აგრესია დაასახელეს. კერძოდ, მათი აზრით, მთიან ყარაბაღში რუსული ძალების შესვლამ და ყირიმის ოკუპაციამ მოსკოვს რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდა.

 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნატო-ს რეგიონის უსაფრთხოების განსამტკიცებლად მკაფიო სტრატეგია არ აქვს და გამოსავალს სწორედ თბილისისთვის და კიევისთვის MAP-ის მინიჭებას მიიჩნევენ.

 

რეზოლუციას მხარი 17-მა ექსპერტმა, მათ შორის ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა, რომელმაც არაერთხელ გამოთქმა მოსაზრება, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არის.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები