პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი - ჯერჯერობით არ არის საუბარი კომპრომისზე, დათმობაზე ან რეგრესზე - გველოდება მეოთხე რაუნდი

07.12.20 16:40


ჯერჯერობით არ არის საუბარი კომპრომისზე, დათმობაზე ან რეგრესზე, საუბარი არის იმაზე, რომ გველოდება მეოთხე რაუნდი - ამის შესახებ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმის ხაზით გარკვეული უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა.

 

"ძალიან გთხოვთ, ნუ, დამარღვევინებთ საერთაშორისო ეტიკეტს. ჩვენ შევთანხმდით ელჩებთან რომ დეტალებზე ჯერჯერობით არ ვისაუბრებთ, იმისთვის, რომ შედეგები მალე მივიღოთ. შედეგები გვინდა და არა ის, რომ ამ წუთში დეტალებზე ვისაუბროთ. თითქოს, რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა, ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა და შესაბამისად, ამ მიზანს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს. ჩემი ამოცანა და მიზანია არავითარი ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არსებობდეს. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ცესკო კომპლექტდება არჩევნების წინ და შემდეგ იშლება, ამ დონემდე უნდა მივიდეთ. ჯერჯერობით, არ არის საუბარი, კომპრომისზე, დათმობასა ან რეგრესზე, საუაბარი არის იმაზე, რომ გველოდება მეოთხე რაუნდი", - განაცხადა ნათელაშვილმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები