პოლიტიკა

„მრეწველები“ წინასაარჩევნო კამპანიას დაუბრუნდნენ

16.09.16 14:10


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნი კომისიამ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, არჩევნებში მინაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია აღუდგინა საარჩევნო ბლოკს „თოფაძე — მრეწველები, ჩვენი სამშობლო“.

შეგახსენებთ: ცესკომ აღნიშნულ ბლოკს 11 სექტემბერს გაუუქმა რეგისტრაცია პარტიული სიის წარუდგენლობის გამო. ბლოკმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც დააკმაყოფილა „თოფაძე-მრეწველების“ სარჩელი. განკარგულება ცესკოს 11 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 631


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები