პოლიტიკა
09.12.20 10:00
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი, სავარაუდოდ, დღეს შედგება. მხარებს 8 დეკემბერს გამართული დიალოგის მეოთხე რაუნდის შემდეგ მოლაპარაკებების დეტალები კვლავ არ გაუსაჯაროვებიათ.
როგორც გუშინ შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, ელჩების თხოვნა იყო, რომ დეტალებზე საუბრისგან კვლავ თავი შეეკავებინათ.
ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების განცხადებით, ძირითად საკითხებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციების დაახლოება ვერ მოხდა.
"არ შევდივარ პარლამენტში და ვინც მაბრალებს ამას, რომ შევედი პარლამენტში, უბრალოდ არის ტუტუცი და სათითაოდ გავცემ პასუხს ყველას. სადღაც წინ წავიწიეთ, სადღაც ისევ გაჩერებულები ვართ“, - განაცხადა "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა 8 დეკემბრის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"4 ძირითადი საკითხია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემის საკითხი და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი - პირველ ორ საკითხში დაშორებულები ვართ ერთმანეთისგან, მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით", - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
"საარჩევნო სისტემის შეცვლაზე გარკვეული კომპრომისული წინადადებები იყო, შეთანხმებული არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც გარკვეული რესურსი არსებობს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს, ოღონდ ეს ვერ ცვლის ჩვენთვის რიგგარეშე არჩევნების საკითხს. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, აქ არსებობს გარკვეული საკითხები, უფრო მეტად ტექნიკური შინაარსის, სადაც შეთანხმება შესაძლებელია, მაგალითად როგორ გაუმჯობესდეს უბნებზე ვითარება და ხმები როგორ იყოს დაცული. არსებობს საკითხები, სადაც შეთანხმებისგან შორს ვართ, იგივე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმართებაში. ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებში რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის შედეგი და დაახლოება არ გვაქვს, საარჩევნო გარემოსთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონტურები არსებობს რომ რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგეს“,-განაცხადა 'ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
„პარლამენტში შესვლას და იმ უტიფარ სპეკულაციებს, რაც დღეს დაიწყეს, ვუპასუხებ, რომ პარლამენტში შესვლას შეთანხმების გარეშე არ აპირებს „სტრატეგია აღმაშენებელი“, არც განვიხილავთ და პირველივე დღიდან ამას ვამბობთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იყო ძალიან ბინძური თავდასხმა ჩვენზე. იმედი მაქვს, რომ იქნება შეთანხმება თუ არ იქნება შეთანხმება, არ იქნება შეთანხმება, რა ვუყოთ?! ერთი რამ შემიძლია საჯაროდ ვთქვა, რომ საუბარია როგორც საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე, ასევე თვითმმართველობის საარჩევნო სისტემაზე, ასევე საარჩევნო რეფორმებზე. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესი არ არის“, - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძე.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, შეხვედრას "ქართული ოცნებიდან" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„დღეს გაგრძელდა კონსულტაციები. ჩვენი მხრიდან განიხილება საარჩევნო რეფორმის საკითხები, რომელიც საკმაოდ ბევრი დეტალისგან შედგება და ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის შეჯერებული პოზიციები. ხვალ ან ზეგ შედგება ბოლო შეხვედრა იმიტომ, რომ სხდომა ახლოვდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები წარმატებით დასრულდება. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.
ბევრ საკითხზე შევაჯერეთ პოზიციები და ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“,- განაცხადა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24