პოლიტიკა

ვლინდება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული - ვის ემუქრება კახა კალაძე

09.12.20 12:00


გდლანში ხიზანიშვილის ქუჩაზე, სადაც რეაბილიტაციის შემდეგ გზა ჩავარდა, გამოსაძიებლად პროკურატურას გადასცემენ. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ საქმეზე სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება. კალაძის თქმით, აღნიშნული პრობლემის გამო მერიის ბიუჯეტმა 85 000 ლარით იზარალა.


"შედეგად, დადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო, დოკუმენტაციაში იყო სერიოზული ხარვეზები და მთელი ჯაჭვი პრობლემების.

რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხს ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით, ვლინდება, სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული ამ მოკვლევის შედეგად და რა თქმა უნდა, ეს საკითხი გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცემა", - თქვა კახი კალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ხიზანიშვილის ქუჩაზე გზა 25 აგვისტოს ჩავარდა. მოგვიანებით, თბილისის მერის მოადგილემ თქვა, რომ პრობლემა უხვმა ნალექმა გამოწვია, რომელიც სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები