პოლიტიკა

უილიამ ლაჰიუ - საქართველო ნატო-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე ინტეგრირებული პარტნიორია

16.09.16 15:00


საქართველო ნატო-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ინტეგრირებული პარტნიორია. ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ სომხურ საინფორმაციო-ანალიტიკურ ვებგვერდ „1in.am“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„სამხრეთ კავკასია ნატო-სთვის მნიშვნელოვანია. აქ გვყავს სამი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, დაწყებული საქართველოთი. როგორც იცით, საქართველო ნატო-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე ინტეგრირებული პარტნიორია, რომელიც უწევს მხარდაჭერას ნატო-ს ქმედებებს ავღანეთში. შესაბამისად, ნატო-ს საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და ეს სამხრეთ კავკასიაზეც ახდენს გავლენას, რადგან ქართულ პროგრამებსა და პროექტებს, გარკვეულწილად, აქვს რეგიონული ასპექტები, რაც საშუალებას აძლევს მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად სომხეთს, ატარებდეს სამხედრო წვრთნებს ნატო-ს ძალებთან ერთად, საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნების დროს. ამ რეგიონის სტაბილურობა ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა უკრაინაში, რადგან ეს ევროპაზე ახდენს გავლენას“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ. მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნატო-ს ძირითადი მისია სტაბილურობის შენარჩუნებაა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები