პოლიტიკა

ბურჯანაძე: საქართველომ რუსეთთან ურთიერთობები ბრიუსელიდან არ უნდა დაალაგოს

16.09.16 15:50


საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერსა და პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობებს ბრიუსელიდან არ უნდა ალაგებდეს.

ამის თაობაზე ბურჯანაძემ საკუთარი ბლოკის წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბრები რუსეთის გაღიზიანებას იწვევს.

ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ამოცანაა, გამოვიდეს ის ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, სხვა სახელმწიფოების პრიორიტეტების გათვალისწინებით, მათ შორის, მეზობელი სახელმწიფოების კანონიერი ინტერესებისა.

„ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ გარკვეულ თანამშრომლობას ნატოსთან. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან სერიოზულ თანამშრომლობას ევროკავშირთან, მაგრამ მოსახლეობის მოტყუება საქართველოს ალიანსში და ევროკავშირში შესვლის შესახებ, უნდა დამთავრდეს“, — ხაზი გაუსვა მან. ბურჯანაძის თქმით, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ უბლოკო სტატუსი საქართველოსთვის უმწეობასა და დასავლურ ფასეულობებზე უარის თქმას ნიშნავს, ტყულია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 595


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები